არითმეტიკული პროგრესია - გაკვეთილის გეგმა
პედაგოგი: მარინე ქოჩორაშვილი
გაკვეთილის თემა
|
არითმეტიკული პროგრესია.
· როგორ მიმდევრობას ეწოდება რიცხვითი მიმდევრობა?
· როგორ მიმდევრობას ეწოდება არითმეტიკული პროგრესია?
· როგორ მოიცემა არითმეტიკული პროგრესია?
· როგორ გამოვიყენებთ არითმეტიკულ პროგრესიას პრაქტიკული ამოცანების ამოხსნისას?
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო საფეხური--9 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
30 მოსწავლე
|
გაკვეთილის მნიშვნელობა,
აქტუალობა
|
· მოსწავლე შეძლებს არითმეტიკული პროგრესიის თვისებების გამოყენებას ,სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღწერისა და გამოკვლევისათვის.
გამოუმუშავდება მოვლენების მოდელირებისა ყოფითი ამოცანების / პრობლემების გადაჭრის უნარი არითმეტიკული პროგრესიის დახმარებით.
· ინტერაქტიური მეთოდებით გაკვეთილის ჩატარება მოსწავლეებს განაწყოფს აქტიურობისაკენ, შერჩეული ამოცანები ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას შეძლებს.
· კომპიუტერული პროგრამა---,,GeoGebra’’---ს მეშვეობით ფუნქციათა გრაფიკებზე დაკვირვებასა გამოკვლევას, მათ დაკავშირებას არითმეტიკულ პროგრესიასთან.
· პროექტორის გამოყენება საშუალებას იძლევა დროის ეფექტურადგანაწილებას დამეტი მასალის განხილვას ,რაც გაადვილებს არითმეტიკული პროგრეესიის თვისებების, ფორმულების შესწავლა - დამახსოვრებას.
· მოსწავლე შეიძენს ინდივიდუალურად ,წყვილსა და ჯგუფში მუშაობის უნარ-ჩვევებს,პრეზენტაციის უნარს.
· მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ ერთმანეთის მოსმენის, კომუნიკაციის, კონსტრუქციული კამათის,მსჯელობა-დასაბუთების და პრობლემების გადაჭრის უნარი მიღებული ცოდნის ახალ სიტუაციაში გამოყენების უნარის გამომუშავება.
|
გაკვეთილის მიზნები და შედეგება
|
· მოსწავლეები ისწავლიან არითმეტიკული პროგრესიის თვისებების სიდიდეებს შორის სხვადასხვა ფუნქციურ დამოკიდებულებთან .
· მოსწავლეები მიე ჩვევიან კომუნიკაბელობის და დიალოგის უნარის განვითარებას. საკუთარი შეხედულებებისა და თვით შეფასების უნარის განვითარებას.
· სხვადასხვა პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას ცოდნის გამოყენების უნარის ჩამოყალიბებას. მათ.IX.4. ამოცანების ამოხსნის უნარის განვითარება, დისკრეტული პროცესების აღწერისას რეკურსიის გამოყენება, რეკურენტული მიმდევრობები და მათი განვრცობის ხერხები ix.5.
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებს უნდა შეეძლოთ:
· პროცენტების გამოყენებით ამოცანების ამოხსნა
· წრფივი და კვადრტული ფუნქციის გრაფიკული წარმოსახვა და თვისებების გააზრება
· ასოითი გამოსახულების ჩაწერ პირობის მეშვეობით,ცვლადების გმოსხვა
· კომპიუტერის გამოყენება
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული რუბრიკების საშუალებით :
· ინდივიდუალური მუშაობა/შეფასდება 4 მოსწავლე
· ჯგუფური მუშაობა
· პრეზენტაცია
· მოსწავლის მიერ გაკვეთილის შეფასება გამოიყენება როგორც განმსაზღვრელი ისე განმავითარებლი შეფასება
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
დაფა,ცარცი,უჯრიანი რვეულები,კალმები,სახზავები,ფანქრები. კომპიუტერი, პროექტორი. ვიზუალური მასლა/გრაფიკული ნახაზები,მათემატიკური კომპიუტერული პროგრამა ,,GEOGEBRA’’შესავალი: 2წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ახალ თემას,მიზან,საჭირო ლიტერატურას;ასევე შეახსენებს აქტივობების,შეფასებების ფორმებს და მათი თანამშრომლობის წესებს.
I აქტივობა: ,,კითხვა-პასუხი’’ - 5წთ
მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს არითმეტიკულ პროგრესიაზე,განიხილავს მაგალითებს. მაგ.1: ,,ჯარიმის გადახდის წესი’’
მაგ.2: ,,ბანკში ანაბარზე შეტანილი თანხის 10%-იანი ზრდის შემთხვევებს’’
მასწავლებელი კითხვა-პასუხით ახდენს მოსწავლეების მობილიზებას.
ჯგუფების ფორმირება - 2წთ
მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს ჯგუფების დასახელებას: 1.პედაგოგების;
2.გამომთვლელების;
3. გამომგონებლების;
4.ეკონომისტების;
5.ჟურნალისტების.
მოსწავლეები ინტერესების გათვალისწინებით ირჩევენ ჯგუფებს. /საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელი არეგულირებს ჯგუფების ფორმირებას/
დავალებათა განაწილება - 5წთ
მოსწავლეები(ჯგუფები) ღებულობენ დავალებებს წერილობითი ფორმით. ჯგუფის წარმომადგენელი ჯგუფის წევრებისათვის გასაგებად კითხულობს დავალებას.
პედაგოგების ჯგუფი - შეადგენენ არითმეტიკული პროგრესიის ცოდნის შემამოწმებელ ტესტებს
გამომთვლელების ჯგუფი - ეძლევათ ამოცანები ამოსახსნელად, მოცემულია:
1. an= 37,7 – 0,3n ფორმულით. დაამტკიცეთ , რომ ეს მიმდევრობა არითმეტიკული პროგრესიაა და იპოვეთ მისი უდიდესი უარყოფითი წევრი.
2. მამა თითოეულ შვილს დაბადების დღეს დაწყებული 5 წლიდან საჩუქრად აძლევს იმდენ წიგნს რამდენი წლისაც არის შვილი. ხუთი შვილის წლოვანებათა რიცხვი შეადგენს არითმეტიკულ პროგრესიას სხვაობით d=3.რამდენი წლის იყო თითოეული შვილი,როდესაც მათი ბიბლიოთეკა 325 წიგნისაგან შედგებოდა?
ეკონომისტების ჯგუფი - განიხილავს ამოცანას და უპაუხებს კითხვებს
ამოცანა: მეწარმეს აქვს პურის საცხობი,10 მანქანა და მაღაზია. პირველი მაღაზია ყიდის 200ც. პურს, ხოლო ყოვლი შემდეგი 50ც-ით მეტს, კილოგრამი პური საცხობს უჯდება 30 თეთრი, ხოლო მაღაზია ყიდის 40 თეთრად
1. რამდენი პურის გამოცხობა უხდება საცხობს?
2. რას უდრის მეარმის მოგება, თუ 1ც. პურის მიტანა მაღაზიამდე უჯდება მინიმუმ 1თეთრი და მაქსიმუმ 2 თეთრი
3. ყოველ მაღაზიას ემსახურება თითო მანქანა,რომელსაც შეუძლია გადაიტანიოს 750ც. პური
კითხვა: 1.თქვენ რომ იყოთ ეკონომისტი, როგორ დაგეგმავდით მაღაზიების პურით მომარაგებას, რომ საცხობმა მეტი მოგება მიიღოს?
2. დაიანგარიშეთ მოგება დაახლოებით;
გამომგონებლების ჯგუფი - მოიფიქრონ ამოცანები არითმეტიკულ პროგრესიაზე,რომლებიც იქნება სხვა მოსწავლეებისათვის საინტერესო.
ჟურნალისტების ჯგუფი - გამოუშვან კედლი გაზეთი მიძღვნილი არითმეტიკული პროგრესიისადმი
II აქტივობა: ჯგუფური მუშაობა - 7წთ
მოსწავლეები ირჩევენ მათთვის საინტერესო ,საჭირო მასალას და იწყებენ დავალების შესრულებას
III აქტივობა: პრეზენტაცია - 15წთ
ჯგუფები არჩეული პრეზენტატორების საშულებით აკეთებენ ნამუშევრების პრეზენტაციას /3წთ/
შეკითხვები პრეზენტატორს /1წთ/
IV აქტივობა: შეფაება - 3წთ
მასწავლებელი ახდეს შესრულებული სამუშაოს შეჯამებას, აკეთებს დასკვნებს, აწყობს დებრიფინგს (რა ვიწავლეთ, რა გავაკეთეთ, რაში გამოგვადგება)და აფასებს მოსწავლეებს შეფასების რუბრიკის მიხედვით, როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასებით.
მოსწავლეები წინაწარ შედგენილ ბარათებზე აკეთებენ გაკვეთილის შეფასებას, რაც დაეხმარება მასწავლებელს მომდევნო გაკვეთილის დასაგეგმად.
V აქტივობა: საშინაო დავალება - 2წთ
მასწავლებელი აძლევს კლასს საშინაო დავალებას და ინსტრუქციებს ამოცანების ამოხსნისათვის.
|
Комментариев нет:
Отправить комментарий