- პროექტის სახელწოდება: მათემატიკა და დიდი ადამიანები
- პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებმა გაიაზრონ მათემატიკის როლი ყოფა - ცხოვრებაში
- პროექტის აქტუალობა: მუშაობისას მოსწავლეები დაინახავენ რომ მათემატიკა ჩვენი ყოფის,კულტურული საქმიანობის განუყრელი თანამგზავრია.დედა-ღერძია ყველა სხვა მეცნიერებისა.
- პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ ლეონარდო და ვინჩის, ნაპოლეონ ბონაპარტეს, ლევ ტოლსტოის , ლუის კეროლის ბიოგრაფიებს.დაინახავენ თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ისინი მათემატიკას.
- მონაწილეთა ასაკი: 14-15წელი.
- ვადები/ხანგრძლივობა/: 1 თვე.
- მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები მოიძიებენ საინტერესო ისტორიებს ამ ნიჭიერ ადამიანთა ცხოვრებიდან.გაამახვილებენ ყურადღებას მათ დიდ გატაცებაზე მათემატიკით.შეაგროვებენ მათ გამონათქვამებს,შედგენილ ამოცანებს და სხვა.დაახარისხებენ ინფორმაციებს,განათავსებენ მათ მიერ შექმნილ ბლოგზე.
- პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მათემატიკური ენციკლოპედია, ,,მარად ცოცხალი ხელოვნება'', კომპიუტერი,ფორმატები, მარკერები და სხვა.
- პროექტის მსვლელობა: მოსწავლეები დაიყოფიან ოთხ ჯგუფად: მხატვრები - ლეონარდო და ვინჩის ბიოგრაფია,მწერლები - ლევ ტოლსტოის ბიოგრაფია, მხედართმთავრები - ნაპოლეონ ბონაპარტეს ბიოგრაფია,მათემატიკოსები- ლუის კეროლის ბიოგრაფია.თითოეულ ჯგუფს ეყოლება ხელმძღვანელი, ექნება კონკრეტული დავალება. მოსწავლეები თავიანთი სურვილის მიხედვით გაერთიანდებიან ამ ჯგუფებში.
- საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი განხორციელდება ისტორიასთან,ხელოვნებასთან და ი.ს.ტ.-თან კავშირში.ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის,დაკვირვების,შეფასების,მსჯელობის,კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
- პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი/: მარინე ქოჩორაშვილი
- ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: marineqochorashvili@gmail.com
- პროექტის ვებ-გვერდი.ბლოგი: marineqochorashvili blogspot.com
четверг, 27 февраля 2014 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий