четверг, 27 февраля 2014 г.


  1. პროექტის  სახელწოდება:  მათემატიკა და დიდი ადამიანები
  2. პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეებმა  გაიაზრონ მათემატიკის როლი ყოფა -   ცხოვრებაში
  3.  პროექტის  აქტუალობა:  მუშაობისას  მოსწავლეები დაინახავენ რომ  მათემატიკა ჩვენი ყოფის,კულტურული საქმიანობის განუყრელი თანამგზავრია.დედა-ღერძია ყველა     სხვა მეცნიერებისა. 
  4. პროექტის  მიზნები:   მოსწავლეები მოიძიებენ  ლეონარდო და ვინჩის, ნაპოლეონ ბონაპარტეს, ლევ ტოლსტოის , ლუის კეროლის  ბიოგრაფიებს.დაინახავენ თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას  ანიჭებდნენ ისინი  მათემატიკას.
  5. მონაწილეთა ასაკი:  14-15წელი.
  6. ვადები/ხანგრძლივობა/:  1 თვე.
  7. მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეები მოიძიებენ საინტერესო ისტორიებს ამ ნიჭიერ ადამიანთა ცხოვრებიდან.გაამახვილებენ ყურადღებას მათ დიდ გატაცებაზე მათემატიკით.შეაგროვებენ  მათ გამონათქვამებს,შედგენილ ამოცანებს და სხვა.დაახარისხებენ ინფორმაციებს,განათავსებენ მათ მიერ შექმნილ ბლოგზე.
  8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:   მათემატიკური ენციკლოპედია, ,,მარად ცოცხალი ხელოვნება'', კომპიუტერი,ფორმატები, მარკერები და სხვა.
  9.  პროექტის მსვლელობა:  მოსწავლეები დაიყოფიან ოთხ  ჯგუფად: მხატვრები -   ლეონარდო და ვინჩის ბიოგრაფია,მწერლები - ლევ ტოლსტოის ბიოგრაფია, მხედართმთავრები - ნაპოლეონ ბონაპარტეს ბიოგრაფია,მათემატიკოსები- ლუის კეროლის ბიოგრაფია.თითოეულ  ჯგუფს ეყოლება ხელმძღვანელი, ექნება კონკრეტული დავალება. მოსწავლეები თავიანთი სურვილის მიხედვით გაერთიანდებიან ამ ჯგუფებში.
  10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტი განხორციელდება ისტორიასთან,ხელოვნებასთან და ი.ს.ტ.-თან კავშირში.ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ კვლევის,დაკვირვების,შეფასების,მსჯელობის,კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
  11. პროექტის ხელმძღვანელი/მასწავლებელი/:  მარინე ქოჩორაშვილი
  12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  marineqochorashvili@gmail.com
  13. პროექტის ვებ-გვერდი.ბლოგი:  marineqochorashvili blogspot.com